• Phone: +995 32 2 25 07 75
  • info@rec-caucasus.org

პროექტის შესახებ

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწისდეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით”,  ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (2016 -2019 წელი). პროექტს აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF),
განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UN Environment), აღმასრულებელი- კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია სოფლად, ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწისმდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის
ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

 

პროექტის 3 ძირითადი კომპონენტი:

  1. პოლიტიკური, მარეგულირებელი და ინსტიტუციური რეფორმების გატარება ლანდშაფტისა და მიწის მდგრადიმართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით;
  2. წარმოების სფეროში ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სარგებლისწარმოჩენა;
  3. გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციისა და გვალვის საკითხებზე ეროვნული შესაძლებლობების განვითარება დაცოდნის მართვა.

 

პროექტის შედეგები:

შედეგი 1: ეროვნულ დონეზე შემუშავებული შესაბამისი საკანონმდებლო,პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო

შედეგი 2: ცოდნის გაღრმავება მიწის მდგრადი მართვის პრონციპებისა და ადგილობრივ დონეზე მისი მნიშვნელობის შესახებ

შედეგი 3: გაძლიერებული ეროვნული შესაძლებლობები მიწის მდგრადი მართვისთვის


შემოგვიერთდით FB გვერდზე