• Phone: +995 32 2 25 07 75
  • info@rec-caucasus.org

პროექტის მართვის სტრუქტურა

ინიციატორი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიქმნა 1991 წელს. სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების, ქვეყნისათვის დამახასიათებელი იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სფეროში სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა და კონტროლი) ფუნქციის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.

სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას და გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას.

 

დონორი – გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)  დაარსდა 1992 წლის რიოს დედამიწის სამიტის წინ, ჩვენი პლანეტის ყველაზე აქტუალური გარემოს პრობლემების დასაძლევად. მას შემდეგ, გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) უზრუნველყო 17 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების გრანტი და მობილიზება გაუკეთა დამატებით 88 მილიარდს 4000 ათასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად 170 ქვეყანაში. დღესდღეობით GEF არის 183 ქვეყნის, საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კერძო სექტორის საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ეხება გლობალურ გარემოსდაცვით საკითხებს.

 

განმახორციელებელი – გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP)

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) წამყვანი გლობალური გარემოსდაცვითი ორგანოა, რომელიც აყალიბებს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს, ხელს უწყობს გაეროს სისტემის ფარგლებში მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი პარამეტრების შემუშავებას და მოქმედებს, როგორც გლობალური გარემოს ავტორიტეტული დამცველი.

გაეროს გარემოსდაცვითი სამუშაოები მოიცავს:

  • გლობალური, რეგიონული და ეროვნული გარემოს მდგომარეობებისა და ტენდენციების შეფასება
  • საერთაშორისო და ეროვნული გარემოსდაცვითი ინსტრუმენტების შემუშავება
  • ინსტიტუტების გაძლიერება გარემოს გონივრული მართვისთვის

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მისიაა ”უხელმძღვანელოს და ხელი შეუწყოს პარტნიორობას გარემოს დაცვის სფეროში და საშუალება მისცეს ერებს და ხალხს გაიუმჯობესონ მათი ცხოვრების ხარისხი მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით”.

 

აღმასრულებელი – კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 1995 წელს სოფიის მინისტერიალზე „გარემო ევროპისათვის” პროცესის ფარგლებში. ძირითადი დოკუმენტი, ქარტია ძალაში შევიდა 1999 წ-ის სექტემბერს  აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობების და ევროკავშირის მიერ. 2002 წლის მარტში REC Caucasus ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც  დამოუკიდებელი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში.

REC Caucasus-ის მისია განისაზღვრება, როგორც „დახმარება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად კავკასიის რეგიონში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობით  არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს, ბიზნესებს, ადგილობრივ თემებს და ყველა სხვა გარემოს დაცვით დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა მოხდეს ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა, ორჰუსის კონვენციის პრინციპების შესაბამისად. ასევე, დახმარება შესთავაზოს ყველა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას და სხვა  დაინტერესებულ მხარეებს. გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და ამით დაეხმაროს კავკასიის რეგიონს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში“.


შემოგვიერთდით FB გვერდზე